სუიციდი – თვითმკვლელობა. ხშირად სუიციდის გადაწყვეტილების მიღებისას, ადამიანს აღენიშნება გარე ნიშნები, სწორედ ამიტომაც, ადამიანთან ურთიერთობისას მსგავსი გამოვლინებები დიდ ყურადღებას მოითხოვს ჩვენგან;
გამაფრთხილებელი ნიშნები:
- გაზრდილი იზოლაცია – ოჯახის წევრებისგან და სამეგობროსგან.
- ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების დაწყება.
- ნეგატიური დამოკიდებულება საკუთარ თავთან.
- უმწეობის და უიმედობის აშკარა გამოხატულება.
- რეგულარული ქცევის ცვლა.
- ჩვეული საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა.
- ფასეული ნივთების გაჩუქება.
- მომავლის იმედის დაკარგვა, “მალე მაინც არაფერს ექნება აზრი !”
- გამოხატავს სუიციდალურ გრძნობებს.
- დეპრესიის ნიშნები.
- აღწერს სუიციდის კონკრეტულ გეგმას.
- თუ კი, ოჯახის წარსულში სუიციდის ისტორია არის.
- პირი, რომელსაც ახლო წარსულში გადატანილი აქვს მძიმე დეპრესია, შესაძლოა სუიციდის მომატებული რისკის მატარებელი იყოს, რადაგანაც ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს სუიციდალურ იდეას.
თვითმკვლელობის საწინააღმდეგო დაცვითი ფაქტორები; დაცვითია ის ფაქტორები რომლებიც, აღმოფხვრავს სუიციდის სურვილს. ეს შესაძლოა იყოს; ბიოლოგიური ფაქტორი, ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორები ინდივიდუალურა, რიგ შემთხვევებში ოჯახის და სამეგობრო წრეშია პრობლემის საწყისი.
ძალიან კარგი საიტია. ძალიან მომეწონა მე და ჩემს ოჯახს. ხშირად გეწტუმრებით.