საქართველოს პრეზიდენტს,
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
საქართველოს სახალხო დამცველს
საქართველოს მთავარ პროკურორს
ამა წლის 14 იანვარს, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალის მიხედვით, ნათლად ჩანს რომ ირღვევა ადამიანის კონსტიტუციით მინიჭებული და გარანტირებული ფუნდამენტური უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ.
ასოციაცია “ლგბტ საქართველო” შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული კადრების გადაღების და შემდგომში გავრცელებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის გარანტს, რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები მსგავსი ტიპის კანონდარღვევისგან ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის დასაცავად.
ასევე მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. და მოვუწოდებთ, რომ დააფიქსიროს, მისი პოლიტიკური გუნდის აზრი ამასთან დაკავშირებით და დაგმოს აღნიშნული ჰომოფობიური ქმედებები. ასევე, მიიღოს ყველა ზომა იმისთვის რომ მისი პოლიტიკური გუნდის მმართველობის პერიოდში, სახელმწიფოს მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს მსგავსი ზეწოლის ფაქტებს და ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევას.
ასოციაცია “ლგბტ საქართველო” მიმართავს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს. რათა მან მოახდინოს რეაგირება და გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, უზრუნველყოს რა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების ამუშავება.
ორგანიზაცია ასევე მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, რათა მან, ძალისხმევა არ დაიშუროს ამ საქმის გამოსაძიებლად. მიგვაჩნია რომ ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერი ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრების დეტალები დაცული უნდა იყოს ყოველგვარი წნეხისა და ზეგავლენისგან, როგორც ეს არის გაწერილი ქვეყნის უზენაეს კანონში.
მოვუწოდებთ პროკურატურას და სხვა სახელმწიფო უწყებას, რომელსაც გააჩნია მსგავსი სახის კომპრომატები, აკრძალოს მათი ჩაწერა/გავრცელება და გაანადგუროს არსებული ვიდეო/ფოტო/აუდიო კომპრომატები. გამოვლინდნენ ის ადამიანები რომლებიც ახორციელებდნენ/უკვეთავდნენ და სარგებლობდნენ აღნიშნული ვიდეო/ფოტო/აუდიო მასალით, ზეწოლისა და შანტაჟის მიზნით, რათა წარდგნენ სასამართლოს წინაშე და დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.
რაღაც მგონია რომ წარმოუდგენელს ითხოვთ, მიუხედავად იმისა რომ მეც ლგბტ-ს მივეკუთვნები.. ჩვენი უფლებები ყოველთვის დარღვეული იყო და იქნება კიდეც..
რა თქმა უნდა დარღვეული იქნება, თუ არ მოვითხოვთ მათ დაცვას …
ქვეყანაში რომელშიც სიცოცხლის უფლებაც კი არ იყო დაცული, ძნელია ლგბტ უფლებების დაცვას ასე ადვილად მივაღწიოთ,
შედეგს მაშინ მივაღწევთ როცა ყველანი ერთად დავიცავთ ქუჩის ბავშვების, პატიმრების, მოხუცების, ლგბტ უფლებებს, როცა სხვისი ჭირი თქვენთვის არ იქნება ღობეს ჩხირი, როცა არავის მივცემთ უფლებას პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოგვიყენონ
ლგბტ პროპაგანდით და სკოლების წინ აღლუმების ჩატარებით კი არ დაკავდება, არამედ ყრუებს და ბრმებს გასაგებ ენაზე არგესიის გარეშე აუხსნის, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც უნდა,