დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბი “ლივერპულის” ფეხბურთელი დაჯარიმდა 10,000£-ით რაც 16,000$-ს უდრის.
ფეხბურთის ასოციაციის მხრიდან დაჯარიმების მიზეზი გახდა ფეხბურთელის ტვიტერზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი ტვიტების დაწერა. ესპანელმა ფეხბურთელმა ხესუს ფერნანდესმა, რომელიც ხალხში ცნობილია როგორც “სუსო”. მის ტვიტზე განთავსდა ფოტო შემდეგი შინაარსის კომენტარით:
“რა ჯანდაბა სჭირს ამ გეი ბიჭს? ის ყველაფერს აკეთებს … გარდა ფეხბურთის თამაშისა”
ფოტოზე გამოსახული იყო, მისი თანაგუნდელი ჰოსე ენრიქე, რომელსაც კბილის ტკივილის გამო ახვეული ჰქონდა ყბა…
ამ ჯარიმის შემდეგ ფეხბურთელმა “სუსომ” წაშალა აღნიშნული ტვიტი და, თავის გამართლებისთვის ახალი ტვიტი დაწერა სადაც აღნიშნა რომ წინა ტვიტი მხოლოდ ხუმრობა იყო და ის არ ისახავდა მიზნად ვინმეს შეურაცხყოფას.
გაერთიანებული სამეფოს ფეხბურთის ასოციაციამ კი განმარტა, რომ აღნიშნული კომენტარით, ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა თანაგუნდელის ორიენტაციას და, ის დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია. ფეხბურთის ასოციაცია აფრთხილებს ყველა გუნდის ფეხბურთელებს, რომ არ გამოიყენონ სიძულვილის ენა არც ერთი ადამიანის მიმართებაში.
ისე საინტერესოა ჰოსე ენრიქეს რომ დაეწერა ვინმეზე რა ჯანდაბა სჭირს ამ სტრეტ ბიჭს? ის ყველაფერს აკეთებს … გარდა ფეხბურთის თამაშისა” ამას რა რეაქცია მოყვებოდა
)))