რამდენიმე დღის წინ შვედეთის ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის სრული შემადგენლობა დაითხოვეს, რადგანაც თამაშის დროს, მათ მოწინააღმდეგეებს ჰომოფობიური შეძახილებით დახვდენ და დამამცირებელ სიტყვებს სკანდირებდნენ.
ამ ინფორმაციას ავრცელებს შვედური გამოცემა Metro. საფეხბურთო კლუბის “Sörskogens IF” წევრები ჰომოფობიური და დამამცირებელი შეძახილებით. როგორც ცნობილია, მოწინააღმდეგეთა გუნდში ”Stockholm Snipers” წარმოდგენილი არიან ლგბტ მოთამაშეები, რაც გუნდის მხრიდან ტოლერანტობის გამოხატულებაა. ”Stockholm Snipers”-ის მწვრთვნელის განცხადებით მისი გუნდის მოთამაშეებს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, რის გამოს ისინი იძულებული გახდნენ სტადიონის დაცლამდე გასახდელში მოეცადათ. მწვრთვნელის თქმით, ”Sörskogens IF”-ის შეძახილებს მათი გულშემატკივრებიც აყვნენ, რამაც სახიფათო სიტუაცია შექმნა.
შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ კენჭიყრის მიხედვით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ზემოთ ხსენებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმა ფედერაციის ყველა წევრი.
ბრავო!