საქართველოს მოქალაქეების განცხადება 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

2013 წლის 17 მაისს განხორციელდა ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHO) დაკავშირებული აქციის დარბევა აგრესიული ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები. მათ საქართველოს საზოგადოებისა და ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების სახელით მოახდინეს უმცირესობაში მყოფ ადამიანთა მშვიდობიანი ჯგუფის დევნა. ეს გახლდათ გალაშქრება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაც, რადგან ამ ქმედებით ექსტრემისტულმა ჯგუფმა უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა – დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის საფუძველი.

მიგვაჩნია, რომ 2013 წლის 17 მაისს ექსტრემისტულმა ჯგუფმა უხეშად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლები:

126-ე მუხლი – ძალადობა
142-ე მუხლი – ადამიანთა თანასწორუფლებიანობის ხელყოფა;
153-ე მუხლი – სიტყვის თავისუფლების ხელყოფა;
154-ე მუხლი – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა;
161-ე მუხლი – შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა;
239-ე მუხლი – ხულიგნობა;
352-ე მუხლი – სახალხო დამცველზე ზემოქმედება;
353-ე მუხლი – პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა;
353-ე პრიმა მუხლი – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომამდგენლის მიმართ.

ამასთან, 2012 წლის 27 მარტს, სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული 53-ე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის თანახმად, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დანაშაულის ჩადენა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება: “დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.”

აღმაშფოთებლად მიგვაჩნია ამ ფაქტის შეფასებისას პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც დემოკრატიას საზოგადოების უმრავლესობის უმცირესობაზე დიქტატად წარმოადგენენ. დემოკრატიული სახელმწიფო გულისხმობს კანონის წინაშე როგორც საზოგადოების უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენელთა თანასწორობას და კანონით მინიჭებული უფლებებით უმცირესობების მიერ თანასწორ სარგებლობას. დემოკრატიულ ქვეყანაში მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანი და არა მხოლოდ უმრავლესობა, კანონის წინაშე თანასწორობა კი თანაბრად უნდა ეხებოდეს საერო თუ სასულიერო პირებს.

არსებობს ვიდეო- და ფოტომასალა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზემოჩამოთვლილ კანონდარღვათა მტკიცებულებებად. მასზე, კერძოდ, დაფიქსირებულია, რომ სასულიერო პირები არღვევენ პოლიციის კორდონს, რითაც გზას უხსნიან აგრესიულ მასას ლგბტ აქციის დაუცველი მონაწილეებისკენ, უქმნიან მშვიდობიან ადამიანებს ფიზიკური განადგურების საშიშროებას და სდევნიან მათ. მათი ზოგადი ჩართულობა, ჟესტიკულაცია, რეპლიკები და განცხადებები დემონსტრანტებს აგრესიისა და ძალადობისკენ უბიძგებს.

მაგალითისთვის, საგულისხმოა მეუფე იაკობის რამდენიმე განცხადება, რომელშიც მჟღავნდება ქრისტიანული რელიგიის და, შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრისა და მორალის მონოპოლიზების ტენდენცია („ჩვენ ნუ გვასწავლით ქრისტიანობას…“), ასევე ის, რომ იგი მშვიდობიანი აქციის დარბევის ორგანიზატორთაგანია (მეუფე იაკობმა დემონსტრაცია დასრულებულად გამოაცხადა, როგორც „ქართველი ერის დაკვეთა; ჭეშმარიტი ქართველების ნების აღსრულება“ და დემონსტრანტები სამების ტაძარში წაიყვანა).

მოვითხოვთ, ადეკვატურად და დროულად შეაფასოთ აღნიშნული ფაქტები. უმოქმედობა შესაძლოა მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიის სერიოზული საფრთხის წინაშე. ამის თავიდან აცილება ერთადერთი, ცივილიზებული გზით არის შესაძლებელი – ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.

განცხადება ყველასთვის ღიაა ხელმოსაწერად

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Posted in LGBT | Comments

„ქართველი გეიები არ არსებობენ!“

london-pink-shorts_1672695i„ბნელ და ნესტიან ადგილას შევდივარ. აქ, ადვილად გადააწყდებით შარდისა და წყლის გუბეებს. ეს ხელოვნების აკადემიის საპირფარეშოა. მკრთალ სინათლეში ძნელად თუ გაარჩევთ ექვსიოდე ანონიმურ სხეულს. ამ ნაძალადევ სიბრმავესა და ცხვირისმწველ შარდის სუნში, მომენტალურად, დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ჩემ გვერდით მყოფი ყმაწვილი ყურში მიჩურჩულებს: „შენ რა, გრცხვენია?“ მას ასეთივე წარმატებით შეეძლო ეკითხა: „შენ რა, გრცხვენია, ამხანაგო?““ – Guy Hocquenghem, The Screwball Asses  Continue reading

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Posted in LGBT, საზოგადოება | Comments

დაგვიანებული წერილი თეა მეტრეველს

უკვე თვეზე მეტია, მოგკალით. მოგკალით, მაგრამ შენი მკვლელები კვლავ თავისუფლად დავსეირნობთ ქუჩებში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში. თავისუფლად ვსუნთქავთ. თუმცა, ახლა ციხეში უნდა ვისხდეთ და საკნის კედელზე ფრჩხილებით ვკაწრავდეთ ხვეწნა-მუდარას, თუმცა ჩვენს დანაშაულს ვერავითარი ვედრება და სინანული ვერ გამოისყიდის. ჩვენ მოგკალით. ულმობლად. მხეცურად. ერთი დარტყმით მოგიღეთ ბოლო. სისხლისაგან დაგცალეთ, მაგრამ ამ საზარელი დანაშაულის გამო არავინ დასჯილა. არავინ. Continue reading

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Posted in LGBT | Comments

მისის დოლოუეის ერთდღიანი ოდისეა (ნაწილი მესამე)

The-Hours-the-hours-8411446-1016-546კლარისას წვეულება მალე დაიწყება. ყველა და ყველაფერი წვეულებისათვის ემზადება. პიტერი გულმოკლული და გაცხარებულია, კლარისამ ასე ცივად რომ მიიღო და მისთვის მხოლოდ რამდენიმესიტყვიანი წერილი გაიმეტა: ,,რა საოცარია, რომ გნახე!’’. თუმცა, მაინც მიდის წვეულებაზე. იცის, რომ საზიზღარი, ამაზრზენი სნობების ყურება, მოსმენა და ატანა მოუწევს, მაგრამ კლარისას სიყვარულის გამო მზადაა, ყველაფერს გაუძლოს. ყველა პერსონაჟის ტკივილი, ემოცია, სიხარული, ეჭვი, შიში, თუ სასოწარკვეთა კლარისას სახლში, მის წვეულებაზე იყრის თავს. ვულფი გარეგნობისა და დეტალების აღწერას უმნიშვნელო ადგილს უთმობს და გმირების სულს, მათ ქვენა აზრებს აშიშვლებს, მათი გონების ბნელ ხვეულებში გვახედებს. თითქოს, ყველას ქირურგიულ მაგიდაზე აწვენს და სკალპელით სერავს. ჩვეულებრივი დიალოგის, საუბრის მიღმა, ერთგვარ ქვედიალოგს, ქვესაუბარს გვიჩვენებს. Continue reading

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Posted in LGBT | Comments

მისის დოლოუეის ერთდღიანი ოდისეა (ნაწილი მეორე)

540445_381420135239392_2003360090_nფემინისტი ვულფის აზრით, კლარისა დოლოუეის ქორწინება ნამდვილი უბედურებაა. საკუთარი ოთახის არმქონე ქალებზე მწერალი და სუფრაჟისტი ქალების აქტიური მხარდამჭერი ვირჯინია თანაუგრძნობს კლარისას, რადგანაც ის იძულებულია, მუდამ ქმარს დაეთანხმოს, საკუთარი აზრები გადაივიწყოს, მასავით იაზროვნოს და ,,მისი თვალით უცქიროს გარესამყაროს’’. საყვარელ ქალთან მრავალწლიანი განშორების შემდეგ პიტერი ფიქრობს: ,,ქალისათვის ქორწინებასა და პოლიტიკოს, კონსერვატორ ქმარზე დიდი უბედურება არ არსებობს’’. კლარისას ეგზალტირებული მეგობრის, სელი სიტონის წინასწარმეტყველება ახდა: კლარისა უბრალო დიასახლისად იქცა. დაუდგრომელი სელი სიტონი ხშირად სეირნობდა ბოსტანში, სიგარებს ეწეოდა და უგონოდ შეყვარებულ პიტერს ევედრებოდა, კლარისა მოეტაცებინა, სადმე, შორს წაეყვანა, დაეხსნა ჰიუსაგან, დოლოუეისა და იმ ,,უმწიკვლო’’ ჯენტლმენებისაგან, რომლებიც მის სულში ყოველივე ამაღლებულს ჩაკლავდნენ და უბრალო დიასახალისად აქცევდნენ. კლარისას ქოწინებამ მართლაც დაღი დაასვა. ახლა კიბის თავში დგებოდა და სტუმრებს მშვიდად იღებდა (პიტერმაც ხომ ეს უწინასწარმეტყველა?). Continue reading

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Posted in LGBT | Comments

მისის დოლოუეის ერთდღიანი ოდისეა (ნაწილი პირველი)

ამ სტატიის წერა 28 მარტს დავიწყე, იმ დღეს, როცა ვირჯინია ვულფი თავის ტალღებს გაჰყვა.

733783_498549873526417_256448902_n

თითქმის ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ვირჯინია ვულფის ერთდღიანი ოდისეა გამოქვეყნდა. ოდისეა, რომელიც შლეგ დინებას ჰგავს. ფრაზები აზვირთებული ტალღებივით მოსჩქეფენ რომანის ფურცლებზე. ცნობიერების ნაკადს შინაგანი მონოლოგი ენაცვლება, შინგან მონოლოგს კი წამიერი შთაბეჭდილებები, რომლებიც, როგორც ვირჯინია ვულფი წერდა, სიბნლეში გამკრთალ ასანთის ღერებს ჰგვანან. თვით დიალოგებიც კი ძალზე უჩვეულო, არატრადიციული ფორმითაა გადმოცემული. მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ წიგნის პერსონაჟები ერთმანეთს კი არ ესაუბრებიან, არამედ – დაუსრულებელი შინაგანი მონოლოგის ჯაჭვს მიჰყვებიან. თხრობა აწმყოდან წარსულში წამიერად გადადის, მაგრამ ისე ლაღად და ,,ძალდაუტანებლად’’, რომ მკითხველს ,,წყვეტისა’’ და უკმარისობის შეგრძნებას არ უტოვებს. Continue reading

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Posted in კულტურა, საზოგადოება, ქალთა უფლებები | Comments

ალბანეთი – ევროპის ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანა

albaniaroyalarmyევროპაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის (ESS) შედეგების მიხედვით, ალბანელების 53% მიიჩნევს, რომ ლგბტ მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეს თავისუფლად ცხოვრების საშუალება. გამოკითხული მოსახლეობის (ალბანეთში) ნიდერლანდებისა და შვედეთის მოსახლეობის აზრს იზიარებს, მხოლოდ რესპონდენტთა 3%.

კვლევაში არ მიუღია მონაწილეობა ბალკანეთის რეგიონის სხვა ქვეყნებს. მაგრამ მოსალოდნელია, რომ ჰომოფობიური განწყობა არანაკლები იქნება, ან შესაძლოა აჭარბებდეს ალბანეთის მონაცემებსაც. Continue reading

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Posted in LGBT, ისტორია, მსოფლიო, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი, ქალთა უფლებები, ჯანდაცვა | Comments

დონეცკის პოლიციელები დაკავებულის ცემისთვისა და ხელკეტით გაუპატიურებისთვის, სასამართლოს წინაშე წარდგნენ

დონეცკის ოლქის გერბი

დონეცკის ოლქის გერბი

27 მარტს, პეტროვის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი იმ პოლიციელების საქმეზე, რომლებმაც დააკავეს უკრაინის მოქალაქე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

როგორც დაკითხვის ოქმიდან გახდა ცნობილი დაკავებული პირი, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ბაღში სასმელის სმისთვის დააკავეს, რის შემდეგ ის გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში.

სასამართლო განჩინების თანახმად, პოლიციელებმა ჯერ სცემეს დაკავებული მოქალაქე, შემდეგ კი რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს. Continue reading

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Posted in LGBT, მსოფლიო, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი, ჯანდაცვა | Tagged , , , , , , , | Comments

ხორვატიელი პოლიტიკოსის საჯარო განაცხადი

6906221-croatia-flag-on-metal-shiny-shield-vector-illustration-collection-of-flags-on-shield-against-white-bხორვატიის ლეიბორისტული პარტიის წევრმა და ევროპარლამენტის წევრობის კანდიდატმა დამირ ჰირსაკმა საჯაროდ განაცხდა მისი ორიენტაციის შესახებ. მსგავსი ფაქტი პირველია ხორვატიის პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრების ისტორიაში, რადგანაც ქვეყანა ძლიერ წნეხს განიცდის კათოლიკური ეკლესიის მხრიდან, რაც აისახება ამ ქვეყნის მოქალაქეების თვითშეგნებასა და მიდგომებზე ლგბტ საკითხებთან მიმართებაში.  Continue reading

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Posted in LGBT, ისტორია, მსოფლიო, პოლიტიკა, რელიგია, საზოგადოება | Comments

აშშ–ის უზენაესი სასამართლო ერთსქესიანთა ქორწინებაზე მეორე საქმეზე არგუმენტებს მოისმენს

527628_10151434680918025_1789566951_n1აშშ–ის უზენაესი სასამართლო დღეს მოისმენს არგუმენტებს 1996 წლის ფედერალური კანონის წინააღმდეგ. მოსარჩელე თვლის, რომ ირღვევა ერთსქესიანი წყვილების ოჯახების უფლება, რადგან 1996 წლის კანონით, ქორწინებად ითვლება მხოლოდ კაცისა და ქალის კავშირი. შედეგად, ერთსქესიანი წყვილები ვერ სარგებლობენ ფედერალური შეღავათებით.

სამშბათს აშშ–ის უზენაესმა სასამართლომ მოისმინა არგუმენტები კალიფორნიის შტატში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის კანონიერების საკითხზე. აკრძალვის საფუძველი 2008 წლის რეფერენდუმის შედეგი გახდა. უზენაესმა სასამართლომ ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსთვის უნდა მიიღოს. აშშ–ის 9 შტატში, აგრეთვე კოლუმბიის ოლქში ლეგალიზებულია ერთსქესიანთა ქორწინება.

წყარო

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Posted in LGBT, ისტორია, მსოფლიო, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი | Comments